ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსი სამველ არზუმანიანი, ეკონომიკის სამსახურის უფროსი საიათ მკოიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განსახილველი იყო ორი საკითხი:
1. ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი ქონების, ქ. ნინოწმინდა, ბაღრამიანის ქ. #6 -ში მდებარე შენობა-ნაგებობის დემონტაჟისათვის დადგენილი საწყისი საფასურის შემცირების შესახებ.
დღის წესრიგის საკითხები ერთხმად დამტკიცდა.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights