დღეს, საკრებულოში
. მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა,
. სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა,
. საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა
კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
კომისიებმა იმსჯელეს შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტებზე:
1. „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის 2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ;
3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ.







