ნინოწმინდის მერმა ანივარდ მოსოიანმა ადგილობრივ მედიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

ნინოწმინდის მერმა ანივარდ მოსოიანმა ადგილობრივ მედიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

ნინოწმინდის მერმა ანივარდ მოსოიანმა ადგილობრივ მედიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ტელეკომპანია “ფარვანასა” და რადიო “ნორის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მერმა მედიის წარმომადგენლების ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. ძირითადი კითხვები ნინოწმინდის მერიის 2023 წლის მუშაობასა და პრიორიტეტების შესრულებას ეხებოდა.
დაისვა კითხვები სოფლების – სამების, ვლადიმიროვკასა და ტამბოვკასკენ მიმავალი გზების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ 8 სოფლის გაზიფიცირების საკითხითაც. ანივარდ მოსოიანის თქმით, აღნიშნული თემები მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია და 2024 წლიდან აქტიურად დაიწყება მუშაობა.
მან ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე და აღნიშნა, რომ ნინოწმინდა ყოველდღიურად უფროდაუფრო ვითარდება.
ანივარდ მოსოიანმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights