ნინოწმინდის კულტურის ცენტრში მუნიციპალური გაზეთის „არშალუის“ კონკურსის „ნიჭიერი თაობა” მონაწილეები დააჯილდოვეს.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ზუსტად სამი წლის წინ, არშალუისს გაუჩნდა პროექტის იდეა, რომლის მიზანი ნიჭიერი ბავშვების გამოვლენა, საკუთარი თავის გამოხატვისა და საზოგადოებისთვის გაცნობის საშუალება იყო.
დღეს პროექტი წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, პირველ წელს კონკურსს 40 მონაწილე ჰყავდა, წელს კი 160-ზე მეტი მონაწილე გვყავს”, – აღნიშნა დაჯილდოების ცერემონიაზე გაზეთის რედაქტორმა ლუსინე ვარდანიანმა.
კონკურსში მონაწილეთა შემოქმედება – ლექსები, ფერწერული ნამუშევრები და სხვა, პროფესიონალ ჟიურისთან ერთად გაზეთის მკითხველებმა და ონლაინ გამომწერებმა შეაფასეს.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ:
ლიტერატურულ ნაწარმოებები – ნინოწმინდის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე – ნაირა ისგიტიანი;
ფერწერული ნამუშევრები-
ბავშვებში – ნინოწმინდის #2 სკოლის მოსწავლე – რობერტ სტამბოლციანი; მოზრდილთა ასაკობრივი ჯგუფი – გეხეციკ ლულუკიანი – განძის მე-2 საჯარო სკოლა .
ასევე იყო ჯილდოები ჟიურის მიერ შერჩეულ სხვადასხვა ნომინაციაში.
კონკურსის გამარჯვებულებს დიპლომები გადაეცათ, ყველა მონაწილემ კი საპატიო სიგელი მიიღო.
Նինոծմինդայի մշակույթի կենտրոնում պարգեւատրվեցին «Արշալույս» մունիցիպալ թերթի «Տաղանդավոր սերունդ» մրցույթի մասնակիցները։
Միջոցառմանը ներկա էին ՝ քաղաքապետ Անիվարդ Մոսոյանը, ավագանու նախագահ Վահան Արոյանը, տեղական ինքնակառավարման մարմինների ներկայացուցիչներ։
«Ուղիղ երեք տարի առաջ «Արշալույսի» մոտ ի հայտ եկավ այս նախագծի գաղափարը , որի նպատակն էր բացահայտել տաղանդավոր երեխաներին, ինքնադրսեւորվելու հնարավորություն տալ ու նրանց ներկայացնել հասարակությանը։
Այսօր նախագիծը կարելի է հաջողված համարել․ առաջին տարում մրցույթն ուներ 40 մասնակից, իսկ այս տարի ունենք 160-ից ավելի մասնակից»,- մրցանակաբաշխության ժամանակ ասաց թերթի խմբագիր եւ նախագծի հեղինակ Լուսինե Վարդանյանը։
Մրցույթի մասնակիցների ստեղծագործական աշխատանքները՝ բանաստեղծությունները, նկարները գնահատվել են թերթի ընթերցողների և առցանց բաժանորդների կողմից՝ պրոֆեսիոնալ ժյուրիի հետ միասին։
Միջոցառման հաղթողներ հայտարարվեցին՝
Գրական ստեղծագործություններում – Նինոծմինդայի թիվ 1 հանրակրթական դպրոցի աշակերտուհի – Նաիրա Իսգիթիանը
Մանրանկարչության խմբում՝
– փոքրերից ՝ Նինոծմինդայի թիվ 2 դպրոցի աշակերտ՝ Ռոբերտ Ստամբոլցյանը
– դեռահասների տարիքային խմբից՝ Գանձայի թիվ 2 հանրային դպրոցի աշակերտուհի Գեղեցիկ Լուլուկյանը։
Մրցանակներ հանձնվեցին նաև ժյուրիի կողմից ընտրված տարբեր անվանակարգերում հաղթողներին:
Մրցույթի մյուս հաղթողներիը ստացան դիպլոմներ, իսկ բոլոր մասնակիցները՝ պատվոգրեր։





и ещё 6
Все реакции:
78Srbui Sanamyan, Amalya Mgdesyan и ещё 76