ნინოწმინდელებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ნინოწმინდელებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

საქართველოს პარლამენტის წევრმა სუმბატ კიურეღიანმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვაან აროიანმა, მერმა ანივარდ მოსოიანმა, მუნიციპალიტეტის სხვა ოფიციალურმა პირებმა, საჯარო მოხელეებმა და მოქალაქეებმა ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის – ეროვნული ერთობის, სამოქალაქო ჰარმონიისა და დაღუპულთა მემორიალი. სამშობლოსთვის 9 აპრილი არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე და 1989 წელს თბილისში სსრკ თავდაცვის სამინისტროს ჯარების მიერ მრავალათასიანი მიტინგის დარბევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის დღე.
1989 წლის 9 აპრილი, ანუ, როგორც მოგვიანებით უწოდეს, „სისხლიანი კვირა“, 34 წლის წინ საქართველოსთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს ეროვნული მოძრაობის ლიდერმა, საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights