ნინოწმინდაში, ჰაოსისა და ქართლოსის პარკში , ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ნინოწმინდაში, ჰაოსისა და ქართლოსის პარკში , ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ნინოწმინდაში, ჰაოსისა და ქართლოსის პარკში , ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
საახალწლო ილუმინაციებით განათდა ცენტრალური ქუჩები და სკვერები.
საახალწლო ილუმინაციები ნინოწმინდის მერიას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საჩუქრად გადაეცა.
საზეიმო ღონისძიება, ჰაოსისა და ქართლოსის პარკში, კულტურის სახლის ცეკვის ანსამბლის წარმოდგენით გაიხსნა.
,,სიცივისა და დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, სადღესასწაულო ცერემონიაზე ძალიან ბევრი ბავშვი, მოზარდი და ახალგაზრდა მოვიდა. ნინოწმინდაში საახალწლო განწყობა უკვე კარგად იგრძნობა, დიდმა და პატარამ, ახალგაზრდებმა და ხანდაზმულებმა ერთად ავანთეთ მთავარი ნაძვის ხე. ძალიან დიდი მოტივაციითა და ახალი გეგმებით ვხვდებით 2024 წელს. მინდა, რომ საახალწლო განწყობა 23 დეკემბერსაც, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებაზეც უპრეცედენტო იყოს, რათა თითოეულ ნინოწმინდელს ეს სადღესასწაულო მუხტი და განწყობა დიდხანს შევუნარჩუნოთ”, – განაცხადა ანივარდ მოსოიანმა.
ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად, პარლამენტის დეპუტატი სუმბატ კიურეღიანი, მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი მოადგილეებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights