ნინოწმინდაში საახალწლო სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა

ნინოწმინდაში საახალწლო სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა

დღეს, 23 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ნინოწმინდაში, ჰაიოს-ქართლოსის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწლო სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. სადღესასწაულო ღონისძიება 14:00 საათზე ორკესტრისა და ზღაპრის გმირების აღლუმით დაიწყო.
ხელსაქმის ოსტატებმა თავიანთი ორიგინალური ნამუშევრები პატარა სახლებში წარმოადგინეს.
თოვლის ბაბუამ და ფიფქიამ ბავშვების დღე განსაკუთრებული გახადეს. სუვენირად ბავშვებმა მათგან სიმბოლური საახალწლო საჩუქრები მიიღეს.
საღამოს მუსიკალური ნაწილი ზუკა ხუციშვილმა ბენდის წევრებთან და ნინოწმინდის სამუსიკო სკოლასთან ერთად უზრუნველყო.
სადღესასწაულო დღე ფეიერვერკით დასრულდა.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights