ნინოწმინდაში პირველად ქალაქის დღესასწაული დიდი პოპულარობით აღნიშნეს

ნინოწმინდაში პირველად ქალაქის დღესასწაული დიდი პოპულარობით აღნიშნეს

21 სექტემბერს, ნინოწმინდაში პირველად ქალაქის დღესასწაული დიდი პოპულარობით აღნიშნეს. დღესასწაულში საქართველოს პარლამენტის წევრები სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი , სამცხე- ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერი ანივარდ მოსოიანი, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები, ოფიციალური პირები, სტუმრები, მუნიციპალიტეტის ბევრი მცხოვრები მონაწილეობდნენ.
სადღესასწაულო დღე ქალაქის პარკში ღონისძიების საზეიმო გახსნით გაატარა. დამსწრეებს თბილად მიესალმნენ და დღის რჩევით, მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერი ანივარდ მოსოიანი. „ძვირფასო ნინოწმინდელებო, სტუმრებო, გილოცავთ ყველას ამ ლამაზ დღესასწაულს, მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი თანაგრძნობითა და მზრუნველი დამოკიდებულებით გავაგრძელებთ ნინოწმინდის გაუმჯობესებას, შეკეთებას, აშენებასა და განვითარებას:განვახორციელოთ და წარმატებით დავასრულოთ ათობით პროექტი“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ვაან აროიანმა ნინოწმინდელებისთვის მილოცვაში. დღის კულტურულ-მხატვრულ ნაწილს (ლექსი, ცეკვა, სიმღერა-მუსიკა, ფერწერა) მხიარული გართობა მოჰყვა. ნინოწმანდას ბავშვებისთვის შთამბეჭდავი შოუ გადაცემა მოეწყო. პატარებმა ბევრი სიურპრიზი, ღიმილი და დაუვიწყარი მომენტები მიიღეს: ფლეშმობი, სპორტული შეჯიბრებები, გამოფენები, სპექტაკლები და, რა თქმა უნდა, სადღესასწაულო კონცერტი. ეს მხოლოდ იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ნინოწმინდელები ტკბებოდნენ თავიანთი საყვარელი ქალაქის დღესასწაულის დროს. ღონისძიების მონაწილეებს ასევე საშუალება ჰქონდათ ეწვიონ პარკში განთავსებულ პავილიონებს, დაეთვალიერებინათ ქალაქის საგანმანათლებლო და კულტურული ორგანიზაციების, სტუდენტების ნამუშევრები და დაეგემოვნებინათ ტრადიციული ეროვნული კერძები, რომლებიც წარმოდგენილი იყო ქალაქ ნინოწმინდისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების მიერ. ნინოწმიდა სავსე იყო პოზიტიური ემოციებით და ღიმილით, ყველგან სიყვარული და სითბო იყო, იყო სურვილი, რომ ეს დღე არასოდეს დასრულებულიყო․ დამსწრეთა სურვილი იყო, რომ დღესასწაული ტრადიციად იქცეს და ნინოწმინდელის კალენდარზე დადასტურდეს.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights