დღეს – 8 ივლისს, ნინოწმინდაში დაწყებული, ძმები ვლადიმერ და გაიოს ღარსლიანების სახელობის ყოველწლიური საფეხბურთო მემორიალური ტურნირი დასრულდა.
საფეხბურთო მატჩსა და დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
ტურნირში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების საფეხბურთო გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს.
მემორიალური ტურნირის ორგანიზატორები კვლავ არმენ და თათულ ღარსლიანები იყვნენ.
წლევანდელი მემორიალური ტურნირის გამარჯვებული გუნდი იყო განძის, მეორე ადგილზე კი ხოჯაბეკის გუნდი, მესამეზე – ჟდანოვის გუნდი.
სამ საუკეთესო გუნდს თასები, მედლები და სუვენირები გადაეცა.


