ნინოწმინდის მერიის ქალთა ოთახში, კულტურის სამსახურის გენდერული თანასწორობისა და ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით სოფლად მცხოვრებ (ეშტიის, ჯიგრაშენის, მამწვარას, დილითის, განძის, ორლოვკის, გორელოვკის, ჟდანოვის) ქალებთან რიგით მე-8 შეხვედრა გაიმართა․
შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერ ანივარდ მოსოიანის ხელმძღვანელობით წარიმართა. მან დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და 2023 წელს მუნიციპალიტეტში გენდერული კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და განხორციელებულ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე დამსწრე ქალებმა 2023 წლის განმავლობაში საკუთარი მიღწევების შესახებ ისაუბრეს, აღნიშნეს მუნიციპალიტეტის წინსვლა გენდერულ საკითხში, სხვადასხვა პროგრამაში ჩართვის სურვილიც გამოთქვეს და გარკვეული სტერეოტიპების დაძლევისა და მომავალი თაობის ჯანსაღად აღზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო საჩუქრები გადასცა.


