ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ამჯერად, ეშტიის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების – ეშტიის, თორიის, უჩმანასა და ღაურმის მოსახლეობას შეხვდნენ.
სოფლის კრებებზე მოქალაქეებმა პრიორიტეტული პროექტები შეარჩიეს, ესენია:
– სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, რეაბილიტაცია
– სასმელი წყლის სისტემის სათავე ნაგებობის შემოღობვა
– საბავშვო მოედნის მოწყობა
– რიტუალების სახლის გათბობის სისტემის გაკეთება
სოფლების მცხოვრებლებმა აღნიშნული პრიორიტეტები ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. მათი შეფასებით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” მთელი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია.

