ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის გენდერული თანასწორობისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების მიერ მოეწყო წამახალისებელი ექსკურსია ყვარელსა და წინანდალში.
ექსკურსიაში მონაწილეობა მიიღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლებმა, ვინც გაიმარჯვეს კონკურსში ,,ჩემი სამშობლო’’.
ორი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მოსწავლეებმა დაათვალიერეს სახლ-მუზეუმები, ციხე-სიმაგრეები, ღვინის მარანი და ა.შ.
,,ეს უკვე მეექვსე ექსკურსიაა, რომელიც სრულად ფინანსდება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ნიჭიერი მოსწავლეების ხელშეწყობის მიზნით’’ -განაცხადა გაიანე სეროპიანმა.
უფროსკლასელებმა მადლობა გადაუხადეს ნინოწმინდის მერიას საინტერესო და დაუვიწყარი მოგზაურობისთვის.








