ბრძანება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების ჩარჩო დოკუმენტის შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფის შექმნის და მისი შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე

 ბრძანება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების ჩარჩო დოკუმენტის შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფის შექმნის და მისი შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე

 ბრძანება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების ჩარჩო დოკუმენტის შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფის შექმნის და მისი შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომში − გაერო) გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის 25 სექტემბერს მიიღო A/RES/70/1 რეზოლუცია − „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“, რომლის განუყოფელი ნაწილია მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა“. მდგრადი განვითარების მიზნები მსოფლიოს გარშემო აერთიანებს ქვეყნების ხელისუფლებებსა და მოსახლეობას შემდეგი ღირსეული ამოცანების შესასრულებლად: სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა, ჯანდაცვისა და განათლების სისტემის გაუმჯობესება, თანასწორობის ხელშეწყობა, ქალაქების მდგრადობა, კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა, ოკეანეებისა და ტყეების დაცვა, ყველა დონეზე ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა.

გაეროს გენერალური ასამბლეის A/RES/70/1 რეზოლუციით მიღებული 2030 წლის დღის წესრიგის შესრულებაში თანაბრად მნიშვნელოვანია ხელისუფლების ყველა დონის ჩართულობა. მდგრადი განვითარების ზოგიერთი მიზნის მიღწევა და რიგი ამოცანების შესრულება კი ექსკლუზიურად მუნიციპალიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ აქტიური ნაბიჯები გადაიდგას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზებისათვის (გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ დონეზე დანერგვისათვის).

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების, ასევე, 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად

ვბრძანებ

  1. შეიქმნას სამუშაო ჯგუფი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალური დოკუმენტის შესამუშავებლად შემდეგი შემადგენლობით:

ა) საიათ მკოიან – ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი;

ბ) ხორენ ავეტისიან – იურიდიული სამსახურის უფროსი;

გ)ნორიკ სააკიან – საბიუჯეტო  დაგეგმვის და ანალიზის განყოფილების უფროსი

დ)კარინე გრიგორიან – ეკონომიკური დაგეგმვის, სტატისტიკის, მუნიციპალური ქონების მართვის და აღრიცხვის განყოფილების უფროსი

ე) ლაურა მზიკიან – ეკონომიკური დაგეგმვის, სტატისტიკის, მუნიციპალური ქონების მართვის და აღრიცხვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი

ვ) ვაჰაგნ ფუთულიან  – ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი

  1. ეთხოვოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (საკრებულოს თავმჯდომარეს და/ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს და/ან საკრებულოს წევრებს) და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს გამოყონ წარმომადგენელი (წარმომადგენლები) ამ ბრძანებით შექმნილ სამუშო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად,
  2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულმა  სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების გაცნობა პირველ პუნქტში მითითებული პირებისათვის, ასევე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატისათვის შესაბამისი წერილობითი თხოვნის გაგზავნა,
  3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის  ადმინისტრაციულმა  სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების საჯაროდ გამოქვეყნება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებისათვის,
  4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის  ადმინისტრაციულმა სამსახურმა უზრუნველყოს ნინოწმინდის დაინტერესებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობის უზრუნველყოფა „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალური დოკუმენტის“ საბოლოო ვარიანტის შემუშავებაში,
  5. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალური დოკუმენტის შესამუშავებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი – ანივარდ მოსოიან;
  6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში, მისამართზე: ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. 110.

 

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights