ვაჰან ტერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება 58-ედ გაიმართა

ვაჰან ტერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება 58-ედ გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ცნობილი სომეხი პოეტის, ლირიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ვაჰან ტერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება 58-ედ გაიმართა.
ღონისძიება სოფელ განძაში, ტერიანის სახლ-მუზეუმის დათვალიერებით დაიწყო, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა წმ. კარაპეტის ეკლესიაში პოეტის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.
დღე საზეიმო კონცერტით გაგრძელდა, ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ცეკვის ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარდგნენ.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ – დავით ვარდიაშვილმა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა. აღინიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთობების გასაღრმავებლად.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის მაჟორიტარი-დეპუტატი სამველ მანუკიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი, ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს, ასევე, კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights