აშოტ ხნკოიანის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა

აშოტ ხნკოიანის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა

ქალაქ ნინოწმინდაში აშოტ ხნკოიანის სახელობის რიგით მე-18 საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის დასრულდა.
ტურნირში მონაწილეობა მიიღო ქალაქების – ერევნის, გიუმრის, ვანაძორის, ტაშირის, ქედის, ხელვაჩაურის, ბათუმის, სამტრედიის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის 190-მა მოჭიდავემ.
სპორტსმენები პირველობისათვის 17 წონით კატეგორიაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.
,,ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, რადგან მათ ეძლევათ შესაძლებლობა გასულიყვნენ ფართო ასპარეზზე’’-განაცხადა ლევონ ვარდანიანმა.
შეჯიბრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და ნინოწმინდის კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.
გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ, ნინოწმინდის სასპორტო სკოლამ კი ტურნირის ყველაზე ტექნიკურ მოჭიდავეს სპეციალური პრიზი გადასცა.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights