საქართველოს პარლამენტის წევრები სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი ნინოწმინდაში, ხოჯაბეკის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.
ღონისძიება ადგილობრივი შემსრულებლებისა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით გაიმართა. სადღესასწაულო პროგრამა მრავალფეროვან კულტურულ ნომრებს მოიცავდა.
ხოჯაბეკის დღე სოფლისთვის მნიშვნელოვანი ტრადიციაა, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს აერთიანებს.







