გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ნინოწმინდის სამუსიკო სკოლაში

გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ნინოწმინდის სამუსიკო სკოლაში

ნინოწმინდის სამუსიკო სკოლაში ბოლო ზარი 60-ედ დაირეკა და კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართა, საქართველოს ჰიმნის შესრულებით დაიწყო და სხვადასხვა მუსიკალური ნომრით გაგრძელდა.
ღონისძიებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი ლევონ ვარდანიანი, ამავე სამსახურის თანამშრომლები, სამუსიკო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეების მშობლები და მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ესწრებოდნენ.
ნინოწმინდის სამუსიკო სკოლის დირექტორმა ვარდუი მარაბიანმა კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა ცხოვრების ახალ ეტაპზე.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights