დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე მიქელაძე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი სამველ არზუმანიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განსახილველი იყო ერთი საკითხი:
,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე .
დღის წესრიგის საკითხი ერთხმად დამტკიცდა.






