ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ინტენსიურად ხორციელდება სარეაბილიტაციო პროექტები.
ამჯერად, მოასფალტდება სოფელ ოროჯალარის შიდა გზის 700 მეტრიანი მონაკვეთი , რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტრანსპორტის გადაადგილების პირობებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეუქმნის უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს.
გზის რეაბილიტაცია სოფლისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს და მასშტაბური სარეაბილიტაციო პროცესის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მთელ მუნიციპალიტეტში საგზაო პირობების გაუმჯობესებას.
პროექტის ღირებულება შეადგენს 370 000 ლარს.
