საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსი ნორიკ სააკიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განსახილველი იყო სამი საკითხი:
1. ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
2. „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
3. „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ’’ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 მაისის #11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
დღის წესრიგის საკითხები ერთხმად დამტკიცდა.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights