ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
მათ შორისაა სოფელ ფოკის კულტურის სახლი, რომლის რეაბილიტაციაც ადგილობრივების თხოვნითა და მერიის მხარდაჭერით კეთდება.






