დღეს ბოლო ზარი ირეკება მე-12 კლასელებისთვის.
ჩვენი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები გამორჩეულები არიან და ღირსეულად პასუხობენ თანამედროვე გამოწვევებს, დარწმუნებული ვარ, წელსაც ვიამაყებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თქვენი მაღალი შედეგებით.
დღეიდან გაქვთ უფრო მეტი უფლება და პასუხისმგებლობა როგორც საკუთარი მომავლის, ასევე ქვეყნის წინაშე, დამოუკიდებელი ნაბიჯები უნდა გადადგათ ცხოვრების სავალ გზაზე და მინდა, გისურვოთ წარმატება.
მე-12 კლასელებო გილოცავთ სკოლის დამთავრებას, გამოიყენეთ მიღებული ცოდნა როგორც საკუთარი მიზნებისთვის, ასევე სამშობლოსთვის კეთილ საქმეებში.
გისურვებთ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში ჩაბარებას და ცოდნის განმტკიცებას.
იყავით ღირსეულნი, პატივსაცემნი, შემოქმედნი და სამშობლოს მოყვარულნი.
პატივისცემით,
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი
ანივარდ მოსოიანი.







