ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს მიღებას ახალგაზრდულ საბჭოში!

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს მიღებას ახალგაზრდულ საბჭოში!

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს მიღებას ახალგაზრდულ საბჭოში!
გსურს მონაწილეობა მიიღო შენი მუნიციპალიტეტის განვითარებაში?
გაქვს იდეები, რომლებიც ახალგაზრდების ცხოვრებას უკეთესს გახდის? მაშინ ეს შესაძლებლობა სწორედ შენთვისაა!
ნინოწმინდის მერის ბრძანებით იქმნება ახალგაზრდული საბჭო — სათათბირო ორგანო, რომელიც გახდება მნიშვნელოვანი ხიდი ადგილობრივ ხელისუფლებასა და ახალგაზრდებს შორის.
რატომ უნდა გახდე საბჭოს წევრი?
• მიიღებ უშუალო მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
• შეძლებ საკუთარი ინიციატივების განხორციელებას მერიის მხარდაჭერით;
• მიიღებ გამოცდილებას და განავითარებ ლიდერულ უნარებს;
• გახდები ცვლილებების ნაწილი შენს მუნიციპალიტეტში.
ვინ შეიძლება გახდეს წევრი?
• 16-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები;
• პირები, რომლებიც ცხოვრობენ ან სწავლობენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.
როგორ დარეგისტრირდე?
რეგისტრაციისთვის გთხოვთ, მობრძანდეთ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში და კანცელარიაში შეავსოთ შესაბამისი განაცხადი.
📅 განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 აპრილი

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights