სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გიორგი ქოჩიაშვილმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერთან, ანივარდ მოსოიანთან ერთად ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება, ნინოწმინდის კულტურის ცენტრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პედაგოგებს, წლების განმავლობაში განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსი ვახტანგი მერაბიშვილი, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე მიქელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაკა ბერიძე, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი მერაბ ბერიძე და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები.





















