მოასფალტდება სოფელ თორიის შიდა გზა

მოასფალტდება სოფელ თორიის შიდა გზა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ინტენსიურად ხორციელდება სარეაბილიტაციო პროექტები.
ამჯერად, მოასფალტდება სოფელ თორისს შიდა გზა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტრანსპორტის გადაადგილების პირობებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეუქმნის უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს.
გზის რეაბილიტაცია სოფლისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს და მასშტაბური სარეაბილიტაციო პროცესის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მთელ მუნიციპალიტეტში საგზაო პირობების გაუმჯობესებას.
სარეაბილიტაციო სამუშაოების 1-ლი ეტაპის დასრულება მიმდინარე წლის 21 აგვისტომდეა დაგეგმილი.
პროექტის ღირებულება შეადგენს 566 000 ლარს.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights