დღეს -21 ივლისს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვაან აროიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის სამი მოადგილე, საკრებულოს აპარატის უფროსი და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა 2025 წლის პირველი ექვსი თვის მუშაობის ანგარიში წარადგინეს.
სამუშაო შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს მუშაობის ეფექტურად ორგანიზებაზე, ასევე მათი საქმიანობისას წარმოშობილი პრობლემების გადაჭრაზე ისაუბრა.
ხაზი გაესვა გუნდური და თანამშრომლობითი მუშაობის მნიშვნელობას.
