ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ჯიგრაშენის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა. სოფლების – ჯიგრაშენისა და პატარა ხორენიას მოსახლეობამ სოფლის კრებებზე პრიორიტეტული პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩია, ესენია:
– სპორტდარბაზში გათბობის სისტემის მოწყობა და გაზიფიცირება
– საბავშვო მოედნის კეთილმოწყობა – ატრაქციონების შეძენა და მონტაჟი
• სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია
ნინოწმინდის მერის, ანივარდ მოსოიანის თქმით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა უმრავლესობამ უკვე მიიღო მონაწილეობა, რაც მნიშვნელოვანია, რადგან პროგრამა ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას აქტიურად იყვნენ ჩართულები თვითმმართველობის პროცესში.
მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრებს ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.