ქალაქ ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკასა და ეშტიაში სავარჯიშო ტრენაჟორები მოეწყო

ქალაქ ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკასა და ეშტიაში სავარჯიშო ტრენაჟორები მოეწყო

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა, მოადგილემ არმენ ბდოიანმა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ჟირაირ შაჰბეკიანმა ნინოწმინის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
ქალაქ ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკასა და ეშტიაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავარჯიშო ტრენაჟორები მოეწყო.
აღნიშნული პროექტი მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
,,ტრენაჟორები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი. მოწყობის მიზანი კი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტის პოპულარიზაციაა’’-განაცხადა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა.
პროექტის საერთო ღირებულება 99 500 ლარს შეადგენს.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights