ქალაქ ნინოწმინდაში, ეგრეთ წოდებულ ნორაშენისა და ჯოჯაშენის უბნებში სამოქალაქო ბიუჯეტის დაგეგმვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარია გამოყოფილი.
აღნიშნული თანხით მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტები დაფინანსდება.
შეხვედრას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის ანივარდ მოსოიანის თქმით, სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების მთავარი მიზანია, მოსახლეობის ჩართვა როგორც ქალაქის, ასევე მუნიციპალიტეტის მართვის პროცესში, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, თავად გადაწყვიტონ, როგორ გამოიყენონ და გაანაწილონ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.