ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სოფელ უჩმანაში ახალი სპორტდარბაზი შენდება.
მიმდინარე სამუშაოები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არმენ ბდოიანმა ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსსა და სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
“სოფელ უჩმანაში სპორტული დარბაზის მშენებლობის მიზანი სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ახალგაზრდების ჩართვა და სპორტის სახეობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა”, – განაცხადა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არმენ ბდოიანმა.