ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ვარდანიანი, მოადგილეები: ვაგინაკ არზუმანიანი, გეორგი ჩაპანიანი, საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვოსკან ელოიანი, საკრებულოს წევრები შირაზ ხოდიკიანი, ნვარტ ღუკასიანი, სამველ დარბინიანი, არარატ ეგნატოსიანი 13 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ჯიგრაშენსა და ეშტიის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც წარადგინეს ანგარიში მოსახლეობის წინაშე სოფლებში შესრულებული სამშენებლო სამუშაოების შესახებ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლები.
საკრებულოს წევრებმა შირაზ ხოდიკიანმა, ნვარტ ღუკასიანმა, სამველ დარბინიანმა და არარატ ეგნატოსიანმა ადგილობრივ მოსახლეობას სათითაოდ წარუდგინეს დასრულებული სამუშაოების ჩამონათვალი.
საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებიც გაეცნენ სოფლებში არსებულ ყველა პრობლემას.