საკრებულოს თავმჯდომარის მილოცვა მასწავლებლის დღეს

საკრებულოს თავმჯდომარის მილოცვა მასწავლებლის დღეს

ძვირფასო მასწავლებლებო!
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს.
ამიერიდან 27 ოქტომბერს საქართველოში მასწავლებლის უაღრესად მნიშვნელოვანი და დამსახურებული მოღვაწეობის დაფასების ეროვნული დღე აღინიშნება. ძვირფასებო! ყოველდღიური შრომით თქვენ აყალიბებთ ჩვენი სახელმწიფოს მომავალს. ჩვენი თაობის სამყაროს აღქმა და ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბება დიდწილად თქვენი შრომით არის განპირობებული. სწორედ ამითა განპირობებული საქართველოში განხორციელებული საგანმანათლებლო რეფორმები, რომლის მიზანია ისეთი განათლების სისტემის შექმნა, რომელიც აკმაყოფილებს დღევანდელ სტანდარტებს, უზრუნველყოფს განათლების მაღალ ხარისხს და საქართველოს უფრო კონკურენტუნარიან აქცევს მსოფლიოში.
გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას, მშვიდობას, ოჯახურ ბედნიერებას, კეთილდღეობას და ახალ წარმატებებს თქვენს პედაგოგიურ საქმიანობაში!

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights