საკრებულოს თავმჯდომარემ ვაან აროიანმა მოადგილეებთან, კომისიების თავმჯდომარეებთან და ფრაქციის თავმჯდომარესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. კომისიების თავმჯდომარეებმა და ფრაქციის თავმჯდომარემ ცალკ-ცალკე წარმოადგინეს წლიური საქმიანობის გეგმა, რომლის მიხედვითაც საკრებულოს საქმიანობა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. წარმოდგენილი პროგრამების პროექტები დამსწრეებმა ერთობლივად განიხილეს.