ჟდანოვ-სამების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

ჟდანოვ-სამების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ჟდანოვ-სამების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
პროექტის ფარგლებში მოასფალტდება გზის 4,15 კმ-იანი მონაკვეთი.
მიმდინარე პროექტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა, ანივარდ მოსოიანმა და მოადგილე არმენ ბდოიანმა, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერეს.
“გზის მოწესრიგება ამ ორი სოფლის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან გადაადგილებისას მათ დისკომფორტი ექმნებოდათ. პროექტის დასრულების შემდეგ კი ჩვენს მოქალაქეებს ამ გზაზე როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით გადაადგილება უპრობლემოდ შეძლებათ”, – განაცხადა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა.
ჟდანოვი-სამებას გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ჯავახ ავტოგზა’’ ასრულებს.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights