ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 4(ოთხი) შვილი ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ, 300 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე კიდევ 50 ლარი.
დახმარების მისაღებად ერთ-ერთმა მშობელმა/მეურვემ/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია։
• განცხადება მერის სახელზე
• ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
• კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი
• კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
• მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი
• მშობლის საბანკო რეკვიზიტები
