დღეს ნინოწმინდის სამუსიკო სკოლამ სასწავლო წლის დასკვნითი საკონცერტო პროგრამა წარადგინა. საანგარიშო ღონისძიებამ ნათლად წარმოაჩინა საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა პროფესიული უნარ-ჩვევები, მოსწავლეთა მიერ მუსიკის აღქმა და წარმოდგენა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოსა და მერიის სხვა წარმომადგენლები.
„მუსიკალური სკოლა იყო და რჩება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ კერად მასწავლებლების წყალობით, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ მოსწავლეთა მუსიკალური განათლების მაქსიმალურად გაზრდისთვის, ხელოვნებისადმი მაღალი გემოვნების ჩამოყალიბებისთვის”,- ხაზი გაუსვა საკრებულოს თავმჯდომარემ -ვაან აროიანმა, ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობის სიტყვაში.
ღონისძიებაზე სკოლის ყველა კათედრის მოსწავლეები წარდგნენ: ფორტეპიანო, დასარტყამი, ვოკალურ-გუნდი.













