ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 01 ნოემბრიდან დღემდე გაწეული მუშაობის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 01 ნოემბრიდან დღემდე გაწეული მუშაობის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 01 ნოემბრიდან დღემდე გაწეული მუშაობის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
დღევანდელი ჩემი ანგარიში ერთგვარი შეჯამებაა ჩვენი ერთწლიანი საქმიანობისა. საანგარიშო პერიოდში საკრებულოს ხელმძღვანელობა, საკრებულოს თანამდებობის პირები, საკრებულოს თითოეული წევრი აქტიურად იყო ჩართული მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. მე ვთვლი, რომ განვლილ პერიოდში საკრებულოს საქმიანობა იყო ნაყოფიერი, საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გამომდინარეობდა იმ პრობლემებიდან და საკითხებიდან, რომლებიც აწუხებს ჩვენს ამომრჩეველს. რიგ საკითხებზე, რომელიც საკრებულოს სხდომებზე განიხილებოდა იყო ცხარე კამათი, პრობლემების გადაჭრისათვის მიდგომის განსხვავებული პოზიციები.
როგორც მოგეხსენებათ, საკრებულო თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელსაც თვითმმართველობის განხორციელების პროცესში წამყვანი როლი ეკისრება.
საკრებულო შედგება 30 წევრისგან, რომელთაგან 20 წევრი არჩეულია პროპორციული, ხოლო 10 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. საკრებულოს ბიუროს შემადგენლობაში შედიან საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციის თავმჯდომარეები.
გასული წლის ნოემბრიდან დღემდე ჩატარებულია საკრებულოს 12 და ბიუროს 12 სხდომა;
. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის 10 სხდომა;
. საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტისა და
ახალგაზრდულ საკითხთაკომისიის 9 სხდომა;
. საკრებულოს მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და
აგრარულ საკითხთა კომისიის 10 სხდომა;
․ საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის
კომისიის 10 სხდომა;
. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის 9
სხდომა;
. საკრებულოს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ფრაქციის 8
სხდომა, ასევე ფრაქციის ინიციატივით ჩატარებულია მუნიციპალური სამაგიდო თამაშების (ნარდი, დომინო, ქვები) შეჯიბრი.
კომისიების დასკვნების საფუძველზე საკრებულოს მიერ მიღებულია დადგენილებები და განკარგულებები, რომლებიც სრულად შეესაბამება საკანონმდებლო მოთხოვნებს.
. საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ მოწვეულია ერთი სხდომა, გარდა ამისა, შეხვედრები გამართა ჟდანოვაკანის, სამების და გორელოვკის მოსახლეობასთან, სადაც გაეცნო სოფლებში არსებულ გენდერული თანასწორობის პრობლემებს, რათა გენდერული თანასწორობის საბჭომ 2024-2025 წ.წ. სამოქმედო გეგმის შემუშავებისას გაითვალისწინოს არსებული პრობლემები.
. „სოფლის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მერიაში შექმნილ კომისიასთან ერთად გვქონდა შეხვედრები მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში.
. მივიღე მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის შვიდ სამუშაო შეხვედრაში. ყველა შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
. საკრებულოს მიერ ასევე განხილულია და მოწონებულია 2024-2027 წ.წ. პრიორიტეტების დოკუმენტი, მოსმენილია, განხილულია და დამტკიხცებულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის წლიური ანგარიში, ასევე განხილულია და დადებითად შეფასებულია 2024 წლის ბიუჯეტის სამი თვის, ექვსი თვის და ცხრა თვის შესრულების ანგარიშები.
. მონაწილეობა მივიღეთ მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებებსა და შეხვედრებში.
საკრებულოს კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებულ საქმიანობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კომისიების კარგად ორგანიზებული და ეფექტური მუშაობა. აუცილებელია, რომ საკრებულოში არსებული ხუთი კომისია ყოველთვის პრინციპულად უდგებოდეს საკრებულოს მიერ მისაღები დადგენილებებისა და განკარგულებების პროექტების წინასწარ განხილვას და მათში შესაბამისი კორექტირების შეტანას. საკრებულოში ფუნქციონირებს 1 (ერთი) ფრაქცია.
მინდა მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა წევრს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციის თავმჯდომარეებს, საკრებულოს აპარატს ნაყოფიერი საქმიანობისა და თანამშრომლობისათვის.
უდიდესი პატივია ვემსახუროთ საკუთარ ქვეყანას და ადამიანებს უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა შევუქმნათ.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights