ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს.
ღია გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდნენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მოსწავლეები ადმინისტრაციის საქმიანობას გაეცნენ და განსაკუთრებული დაინტერესება განაცხადების დაწერისა და მიღების წესმა გამოიწვია․
შეხვედრის ბოლოს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს.