ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო, გზები თოვლის საფარისგან აქტიურად იწმინდება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო, გზები თოვლის საფარისგან აქტიურად იწმინდება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო, გზები თოვლის საფარისგან აქტიურად იწმინდება. მობილიზებულია სპეცტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი.
სათხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების – სათხის, დიდი და პატარა არაქალის, ოროჯალარის შიდა სასოფლო და ცენტრალურ გზებზე სპეცტექნიკა დილიდან მუშაობს.
იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება სათხე -სამებისა და სპასოვკა-ორლოვკა – ჟდანოვის დამაკავშირებელ გზაზეც, ასევე, ეშტიის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებისკენ – ეშტიის, თორიისა და უჩმანასკენ მიმავალ გზებზე.
გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქ ნინოწმინდის შიდა გზებზეც.
სამუშაო პროცესს მონიტორინგს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ ბდოიანი უწევს.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights