ნინოწმინდის კულტურის სახლში ვიდეო რგოლის კონკურსში ,,ქალი სოფელში’’ გამარჯვებულები ჯილდოებით დაჯილდოვდნენ.
კონკურსში მონაწიელობა მიიღეს სოფელ ეშტიის #1 და # 2, დიდი გონდრიოს, ჯიგრაშენის, გორელოვკის და ქ. ნინწომინდის #1 და # 3 სკოლის მოსწავლეებმა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ლევონ ვარდანიანის თქმით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, უკეთ გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.
ღონისძიებას ნინოწმინდის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
კონკურსის გამარჯვებულებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
კონკურსი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.





