ნინოწმინდაში სამაგიდო თამაშების მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართება

ნინოწმინდაში სამაგიდო თამაშების მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და „ხალხის ძალა“ ფრაქციების ინიციატივით, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის მხარდაჭერით წელს ისევ სამაგიდო თამაშების მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართება: ნარდი (მოკლე), დომინო (წყვილები), შაში, ჭადრაკი․
მუნიციპალურ თამაშებში ყველა სოფელი თავისი მოთამაშეებით მიიღებს მონაწილეობას.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში თამაშების პირველი ეტაპი გაიმართება 28 თებერვალს და 1 მარტს, ქალაქში გაიმართება 2 მარტს (ნინოწმინდის კულტურის ცენტრი).
თამაშების ფინალი 7 მარტს, ადმინისტრაციულ შენობის მესამე სართულზე გაიმართება.
თამაშების მონაწილეებისთვის არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა, სქესობრივი განსხვავება ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების გამოყოფა.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights