დედის დღესთან დაკავშირებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებთან შეხვედრა გაიმართა

დედის დღესთან დაკავშირებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებთან შეხვედრა გაიმართა

3 მარტს – დედის დღესთან დაკავშირებით,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებმა საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის მიერ მილოცვები, კეთილი სურვილები, თბილი სიტყვები და საჩუქრები მიიღეს.
ყოველწლიური ღონისძიება მერვედ იმართება. აქ მრავალშვილიანი დედების მასპინძლობა კარგ ტრადიციად იქცა.
„ძვირფასო დედებო, გმადლობთ, რომ სირთულეები გადალახეთ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეების აღზრდისა და განათლებისთვის. გისურვებთ მშვიდ დედობას, თქვენს შვილებს კი უდარდელ ბავშვობას. ღვთაებრივი კურთხევა იყოს თქვენთან და თქვენს ოჯახებში“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ – ვაან აროიანმა, გმირ დედებს მილოცვისა და მადლობის სიტყვაში.
თავიანთი მხრივ, დამსწრე დედებმა მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებს მუდმივი ყურადღებისთვის და თბილი დამოკიდებულებისთვის. მრავალშვილიანმა დედებმა ასევე წარმოადგინეს თავიანთი აღელვებელი საკითხები, რომლებიც ძირითადად სოციალური ხასიათის იყო.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights