ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები ბრონქიალური ასთმით დაავადებულ პირებს ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის წევრმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია։
• განცხადება მერის სახელზე
• ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
• სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
•ექიმის ბეჭდით დამოწმებული რეცეპტი
•საბანკო ანგარიშის ნომერი
