ქალაქ ნინოწმინდის საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრში „რაფაელ ჯავახ“ სომხური ქადის ფესტივალი გაიმართა.
სომხური ქადის ფესტივალი აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე კვირით ადრე ტარდება. ამ პერიოდში ადგილობრივები ეკლესიაში სხვადასხვა ფორმისა და სახეობის ქადებს მიაქვთ.
დღესასწაული ლოცვითა და საეკლესიო მსახურებით დაიწყო. მამა არმაშ პოღოსიანმა ქადა აკურთხა, რის შემდეგაც ფესტივალის სტუმრებს ტრადიციული ნუგბარი გაუმასპინძლდნენ.
ღონისძიება კულტურული პროგრამით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა მიიღეს.
ფესტივალს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.








