ვაან აროიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს.
მას, აღნიშნულ პოზიციაზე მხარი 25-მა საკრებულოს წევრმა დაუჭირა.
„ძვირფასო საკრებულოს წევრებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს . დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების ინტერესები გამომდინარეობს საკრებულოს საქმიანობიდან“.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამოვლენილი ნდობისთვის.
ჩვენ ვიმუშავებთ სახელმწიფოს საკეთილდღეოდ, ჩვენი მუნიციპალიტეტის აყვავებული მომავლისთვის.“





