ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული განვითარება გრძელდება — სოფელ კათნატუში ადგილობრივი მოსახლეობა ახალი სპორტული მოედნით სარგებლობას უკვე შეძლებს.
მიმდინარე სამუშაოები ადგილზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა, ანივარდ მოსოიანმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.
ახალი სპორტული მოედანი გათვალისწინებულია როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე მოზარდი მოსახლეობისთვის, რაც სოფელში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.






