შეხვედრა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე

შეხვედრა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადებისა და პირობების შესახებ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გოგი ნოზაძემ დღეს ნინოწმინდაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ვიცე-პოლკოვნიკმა თავდაცვის სისტემაში აუცილებელ ცვლილებებზე , წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურში ცვლილებებისა და სამსახურებრივი პრივილეგიების შესახებ ისაუბრა.
ცალ-ცალკე წარმოდგენილი იყო ექვსთვიანი, რვათვიანი და თერთმეტთვიანი მსახურების შესახებ დეტალები.
კანონის მიხედვით, 2025 წლიდან წვევამდელების შერჩევა შემთხვევითი პრინციპით განხორციელდება და სამხედრო სამსახური მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights