„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 8 თებერვალს, სათხის ადმინისტრაციულ ერთეულში/სოფლები: სათხა, დიდი არაქალი, პატარა არაქალი, ოროჯალარი/ საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა. საკრებულოდან შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვაგინაკ არზუმანიანი, საკრებულოს წევრები არუთიუნ ოგანესიანი და გევორკ ისოიანი, მერიიდან, მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ხორენ ავეტისიანი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი არმენ ბდოიანი და სათხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი გაბრიელ ღაზარიანი.
შეხვედრაზე განიხილეს და გადაწყვიტეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები.






