ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები გულისა და სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირთა მიერ, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს, წლის განმავლობაში შეძენილი მედიკამენტების საფასურის თანადაფინანსება განისაზღვრება 40%-ით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა.
დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია։
• განცხადება მერის სახელზე
• ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
• სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დიაგნოზი (საერთაშორისო კოდის მითითებით)
•ექიმის ბეჭდით დამოწმებული რეცეპტი
•ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან
•საბანკო ანგარიშის ნომერი
