ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარში სანიაღვრე არხები ეწყობა.
მიმდინარე სამუშაოები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსსა და სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში რაც შეიძლება მეტი არხის რეაბილიტაცია და მოწყობა მოხდეს, რადგან ინტენსიური წვიმების დროს სამწუხაროდ, ხშირად რთულდება წყლის გამტარიანობა”-განაცხადა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.








